ცისტიტის განვითარების
ფაქტორები და მიზეზები
სიცივე
დასუსტებული
იმუნიტეტი
ინფექცია
ჰორმონალური
დისბალანსი
სტრესი
ინტიმური
სიახლოვე
ცისტი
დაივიწყე დისკომფორტი
  • პრობლემის დროს სისტემური მოქმედება და ცისტიტის პრევენცია
  • ხელს უწყობს ცისტიტის გამომწვევი აგენტების (ნაწლავის ბაქტერია e. Coli) გამოდევნას
  • ხელს უწყობს ცისტიტის გამეორების ალბათობის შემცირებას
  • ხელს უწყობს ტკივილისა და წვის შემცირებას შარდვის დროს
დამზადებულია იტალიაში
ინსტრუქცია ›
1. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო. კლინიკური რეკომენდაციები: ცისტიტი ქალებში. 2021. გვ. 5.
2. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო. კლინიკური რეკომენდაციები: ბაქტერიული ცისტიტი მოზრდილებში. 2019. გვ. 6.
3. განმეორებითი შარდის ბუშტის ინფექციების პრევენცია: ფორმულის ეფექტურობა, რომელიც შეიცავს შერჩეულ Lactobacillus Paracasei Lc11, მოცვსა (Cranberry) და D-მანოზას. ფ. მურინა და სხვ., 2019.
ინოვაციური ფორმულა
ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიები პრობიოტიკული მოქმედებით
ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ფლორის ბალანსის აღდგენას
მოცვის ექსტრაქტი CranPure®, მდიდარია პროანთოციანიდინებით
ხელს უწყობს საშარდე სისტემის სწორ ფუნქციონირებას
D-მანოზა ნელა შეიწოვება და აღწევს თირკმელებსა და შარდის ბუშტში
სადაც უკავშირდება ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს (E. coli) და ხელს უწყობს მათ გამოდევნას შარდთან ერთად
გლუტენის გარეშე
ლაქტოზის გარეშე
4. ს.ვ. იაკოვლევი. ევროპის უროლოგთა ასოციაციის რეკომენდაციები შარდ-გამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ: კომენტარები რუსეთში პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ეფექტური ფარმაკოთერაპია. უროლოგია და ნეფროლოგია. იანვარი 2007. № 1. გვ. 20.
5. ჰოუელი ეი ბი (Howell AB). ბიოაქტიური ნაერთები მოცვში და მათი როლი საშარდე გზების ინფექციების პრევენციაში. Mol Nutr Food Res. 2007;51(6):732-7
როგორ მუშაობს
ცისტი
ცისტიტის შემთხვევების 90%-მდე გამოწვეულია ბაქტერია E. coli-ით. Lactoflorene ცისტის შემადგენლობაში შედის CranPureTM, მოცვის ექსტრაქტის დაპატენტებული ფრანგული შემუშავება, პროანთოციანიდინების მაღალი შემცველობით (30%-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ მოცვში). CranPureTM ხელს უშლის ბაქტერიულ კოლონიზაციას E. coli-ს ეპითელიუმზე მიმაგრების ფაზაში, ხოლო D-მანოზა ხელს უწყობს ბაქტერიების გამოდევნას შარდთან ერთად. რძემჟავა ბაქტერიები კი ხელს უწყობენ ნაწლავის ფლორის ბალანსის აღდგენას.
ცისტიტის გამომწვევი ბაქტერიების ეპითელიუმზე მიმაგრება
CranPureTM და D-მანოზა ორგანიზმიდან გამოდევნიან E. coli-ს
ცისტი
საერთაშორისო კლინიკური კვლევების შედეგები
პოსტკოიტალური
ეპიზოდები
განმეორებითი
შემთხვევები
UTI* ეპიზოდები
მენოპაუზის პერიოდში
*UTI - საშარდე გზების ინფექციები
Efficacy of an orally administered combination of Lactobacillus paracasei LC11, cranberry extract and D-mannose for the prevention of post-coital cystitis: a randomized controlled prospective study. Authors: Filippo Murina and Franco Vicariotto
Efficacy of an orally administered combination of Lactobacillus paracasei LC11, cranberry and D-mannose for the prevention of uncomplicated, recurrent urinary tract infections in women. Authors: Filippo Murina, Franco Vicariotto and Chiara Lubrano. Urologia Journal 2021, Vol. 88(1) 64–68
Efficacy of an orally administered combination of Lactobacillus Paracasei LC-11, Cranberry extract and D-mannose for the prevention of recurrent urinary tract infections in post-menopausal women. Authors: Dr. Vicariotto Franco, Dr. Murina Filippo
ჭკვიანი შეფუთვა T-WIN
პრობიოტიკები მგრძნობიარენი არიან ტენისა და სხვა კომპონენტების მიმართ, ამიტომ შეფუთვაში ორი, ჰერმეტული განყოფილებაა
კამერა А
რძემჟავა
ბაქტერიები
კამერა В
დანარჩენი
ინგრედიენტები
1
კომპონენტები გამოყენებამდე ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ
2
კომპონენტების დაყოფა უზრუნველყოფს თვისებების ოპტიმალურ შენარჩუნებას
მიღების მეთოდები
პროფილაკტიკის დროს - 1 პაკეტი დღეში, საღამოს დაავადების მწვავე ფაზაში - დაშვებულია დღეში 3 პაკეტამდე
კურსი
10-30 დღე
  • მარტივი
  • მოსახერხებელი
  • გემრიელი
საშეს შემადგენლობა გახსენით 180მლ ოთახის ტემპერატურის წყალში
1 პაკეტი დღეში
ინსტრუქცია ›
სად შევიძინოთ
faq
რა არის ცისტიტი?
ცისტიტი (cystitis) – შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. ყველაზე ხშირად ინფექციას იწვევს ბაქტერია E. coli. ქვედა საშარდე გზების ანთება გვხვდება როგორც ქალებში (ძირითადად), ასევე მამაკაცებში (ნაკლებად ხშირად). მოზარდობის ასაკს გადაცილებული ქალების 60%-ს ერთხელ მაინც ჰქონია ასეთი სიმპტომები, მამაკაცებში ისინი 8-ჯერ ნაკლებად გვხვდება. პლანეტის მოსახლეობის მდედრობით ნაწილის 20-40%-ს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში აქვს ცისტიტი.
როგორი სიმპტომები აქვს ცისტიტს?
  • ხშირი მოშარდვის სურვილი შარდის მინიმალური რაოდენობის დროს.
  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება.
  • ტკივილი და წვა მოშარდვის ბოლოს. ქალებში შესაძლოა იყოს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მამაკაცებში – სწორი ნაწლავის მიდამოში.
  • შარდი შეიძლება იყოს მღვრიე, ზოგჯერ სისხლით, იცვლება მისი სუნი. შესაძლოა იყოს შარდის შეუკავებლობა.
  • სხეულის ტემპერატურის მომატება.
ცისტიტის როგორი ფორმები არსებობს?

განასხვავებენ პირველად და მეორად, მწვავე და ქრონიკულ, ინფექციურ (სპეციფიკური ან არასპეციფიკური) და არაინფექციურ (ქიმიური, თერმული, ტოქსიკური, ალერგიული, მედიკამენტური, სხივური, ალიმენტური და სხვა) ცისტიტებს.

მწვავე ცისტიტი (cystitis acuta) – უეცრად განვითარებული ცისტიტი, ვლინდება ხშირი, მტკივნეული შარდვით და შარდში ლეიკოციტების მომატებული რაოდენობით.

ქრონიკული ცისტიტი (cystitis chronica) – ცისტიტი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობა დიზურიითა და პიურიით.

ცისტიტის ფორმას მხოლოდ ექიმი განსაზღვრავს.

ცისტიტის წარმოქმნის მიზეზები
  • ნაწლავის ჩხირი (E. coli)
  • თირკმელებისა და ნაწლავების, შარდსასქესო სისტემის დაავადებები
  • გრიპი, ანგინა
  • ჰორმონალური დარღვევა
  • დიაბეტი
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მოხმარება
  • გადაციება
  • იმუნიტეტის პრობლემები
  • ასაკი
  • მჯდომარე ცხოვრების წესი
  • სტრესი
  • ცუდი ჰიგიენა ან გამღიზიანებელი საშუალებების გამოყენება
  • პარტნიორების ხშირი ცვლა
  • ხშირი სექსი
  • ინტენსიური სექსი ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ
  • ძალიან ვიწრო სინთეტიკური საცვლები
მამაკაცებშიც სვამენ ცისტიტის დიაგნოზს?
დიახ, ცისტიტი მამაკაცებშიც დიაგნოსტირდება. ანთება მამაკაცებში გაცილებით იშვიათად გვხვდება, შარდგამომყოფი სისტემის ანატომიური აგებულების თავისებურებების გამო. როგორც წესი, ეს 45 წლის შემდეგ ხდება.
პრობიოტიკების რომელი შტამია Lactoflorene® ცისტის შემადგენლობაში?

პრობიოტიკული მოქმედების მქონე ლაქტობაქტერიები Lactobacillus paracasei LC11 1x10^9 კწე* რაოდენობით. ლაქტობაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ფლორის ბალანსის აღდგენას. Lactoflorene® ცისტი-ს შემადგენლობაში შემავალ Lactobacillus paracasei LC11-ს აქვს GRAS სტატუსი (Generally Regarded as Safe) – ეს არის Lactobacillus paracasei LC11 ლაქტობაქტერიის უსაფრთხოების საერთაშორისო აღიარება საკვებ და ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოყენებისთვის.

*კწე – კოლონიის წარმომქმნელი ერთეული (სიცოცხლისუნარიანი მიკროორგანიზმების რაოდენობის მაჩვენებელი).

რა არის D-მანოზა და როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე?

D-მანოზა არის მარტივი შაქარი, რომელიც არყის ხისგან ექსტრაჰირდება, ნელა შეიწოვება, აღწევს თირკმელებსა და შარდის ბუშტში, სადაც უკავშირდება ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს E. coli და ხელს უწყობს მათ გამოყოფას შარდით.

მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ D-მანოზას შეუძლია ხელი შეუშალოს პათოგენური ბაქტერიების (როგორიცაა Escherichia coli, Klebsiella, Proteus, Enterococcus, Streptococcus) მიერ უროთელიუმზე ანთების გამოწვევას.

D-მანოზა ეფექტურია ბაქტერიული ცისტიტის წინააღმდეგ და მისი პროფილაქტიკისთვის, მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივების სიხშირეს. D-მანოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატივა ან დამატება. არაინფექციური ცისტიტის დროს D-მანოზა ხელს უწყობს დაზიანებული უროთელიუმის ზედა შრის აღდგენას, რადგან ხელს უწყობს დაზიანებული შრის რესტრუქტურიზაციას.

როგორ მოქმედებს მოცვის ექსტრაქტი?
მოცვის ექსტრაქტი, რომელიც პროანტოციანიდინებითაა მდიდარი, ხელს უწყობს შარდგამომყოფი სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
მიღების როგორი კურსი აქვს Lactoflorene® ცისტს?
მიღების ხანგრძლივობა – 10-30 დღე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს. საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად, მიიღეთ 1 პაკეტი დღეში 10 დღის განმავლობაში.
აქვს თუ არა Lactoflorene® ცისტის მიღებას უკუჩვენებები?
პროდუქტის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
ცისტიტის პროფილაქტიკის რა მეთოდები არსებობს?
  • ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა
  • რეგულარული შარდვა
  • სასმელი რეჟიმის დაცვა
  • გადაციების, ცივ წყალში ბანაობის გამორიცხვა
  • ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული კომფორტული ტანსაცმლის შერჩევა
  • ფიზიკური აქტივობა
  • Lactoflorene® ცისტი-ს მიღება პროფილაქტიკის მიზნით და ცისტიტის რეციდივის რისკის შესამცირებლად.
რატომ მაინცდამაინც Lactoflorene® ცისტი?
პრობიოტიკული კომპლექსი Lactoflorene® ცისტი არის კომპლექსური ფორმულა ცისტიტთან საბრძოლველად. Lactoflorene® ცისტი სისტემურად მოქმედებს პრობლემაზე, მნიშვნელოვნად ამცირებს მისი განმეორების ალბათობას. შემადგენლობაში შედის პრობიოტიკები, მცენარეული ექსტრაქტები და D-მანოზა, რომლებიც ხელს უწყობენ ტკივილისა და წვის შემცირებას მოშარდვის დროს, საშარდე გზების ინფექციების რისკის და დისკომფორტის შემცირებას. დამზადებულია იტალიაში.
Lactoflorene სხვა პროდუქტები
ქოლესტეროლი კონტროლის ქვეშ
დეტალურად
ადვილი მონელება
დეტალურად
კომპლექსური ზრუნვა კუჭ-ნაწლავზე
დეტალურად